Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi

პასუხისმგებლობიანი ბიზნესი — ავიღოთ პასუხისმგებლობა


პასუხისმგებლობა გარემოსა და ადგილობრივი საზოგადოების წინაშე უკვე მრავალი წელია კარლსონ რეზიდორის სასტუმროების ჯგუფის მდგრადი განვითარების ვრცელ ვალდებულებათა მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. 2001 წელს ეს ვალდებულება განმტკიცდა და პასუხისმგებლობიანი ბიზნესის სახელით ცნობილი პროგრამის ფარგლებში შევიდა. თითოეულ სასტუმროს პასუხისმგებლობიანი ბიზნესის საკუთარი სამოქმედო გეგმა აქვს, რომელიც ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიც არის საზოგადოებასთან მუშაობა, გარემოს გაუმჯობესება, თანამშრომელთა კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

სასტუმროები მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი საქველმოქმედო ჯგუფების, ისე Carlson Rezidor Hotel Group-ის მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის — მსოფლიოს ბავშვთა ფონდის საქმიანობაში. ფონდის მისიაა, დაიცვას ბავშვთა უფლებები და ხელი შეუწყოს რისკის ქვეშ მყოფი მოწყვლადი და ექსპლუატირებული ბავშვებისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნას, მსოფლიო მასშტაბით.

პასუხისმგებლობიანი ბიზნესის პრაქტიკა ამ სასტუმროში

  • იმოქმედეთ სამართლიანად
  • იყავით პატიოსანი და გულწრფელი
  • იყავით დამსაქმებლის ერთგული
  • არავის გაუწიოთ დისკრიმინაცია, არანაირი მიზეზით
  • არ გამოიყენოთ კომპანიის რესურსები
  • პატივი ეცით კანონს
  • პატივისცემით მოეპყარით ყველა ადამიანს, ყველა ვითარებაში
  • იზრუნეთ დედამიწაზე
  • იფიქრეთ ეთიკურად
  • ყოველთვის იფიქრეთ უსაფრთხოებაზე

პასუხისმგებლობიანი ბიზნესის აქტივობები

  • სულ 10 ოთახი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუმრებისთვის კვებისა და სასმელების ობიექტებზე წვდომით
  • საკონფერენციო დარბაზის დათმობა „თბილისი პიანოს“ რეპეტიციებისთვის. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც პანტომიმის წარმოდგენებს მართავს და შემოსავალს ბავშვთა ორგანიზაციებს შეწირულობის სახით გადასცემს
  • საბანკეტო დარბაზის დათმობა „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ საქველმოქმედო გალა-აქციისთვის
  • თანამშრომელთა ყოველთვიური ვიზიტები მოხუცებულთა სახლ “სათნოებაში” და მისი ბინადრებისთვის პროდუქტისა და სხვა ნივთების გადაცემა
  • ფიტნესისა და ჯანსაღი ცხოვრების ცენტრი და ჯანმრთელი კვება
  • ჯანჯაფილის თაფლაკვერის სახლის საქველმოქმედო აქცია UNICEF-ისთვის და თანხის შეგროვება აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კამპანიისთვის „სათამაშოები ბავშვებისთვის“
  • ეკონომიური ნათურების, ეკონომიური ტუალეტებისა და სენსორების დაყენება
  • მონაწილეობა დედამიწის საათში
  • მონაწილეობა კათარზისის მარათონში გაჭირვებულთათვის შემოწირულობის შესაგროვებლად
  • დაცული გარემოს უზრუნველყოფა
  • ქაღალდის გადამუშავება
  • წითელი ჯვრის შეწირულობათა ყუთი მიმღებში