Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi

სერვისები


ისარგებლეთ სახურავზე მდებარე საცურაო აუზით, პარკინგითა და სხვა სერვისებით თბილისში

იმისათვის, რომ განიტვირთოთ თბილისში ყოფნის განმავლობაში, ჩვენი სასტუმრო უამრავ საშუალებას გთავაზობთ — მსოფლიო კლასის სპადან გასართობ სამორინემდე. იცურავეთ ჩვენს დახურულ აუზში, რომელიც სახურავზე მდებარეობს, ეწვიეთ სავაჭრო ზონას ჩვენს ვესტიბიულში ან დაათვალიერეთ ადგილობრივი და საერთაშორისო მხატვრების ნამუშევრები გალერეაში ArtAcademy. ასევე, ჩვენ გთავაზობთ სრულად აღჭურვილ ბიზნესცენტრს, სადაც თქვენი პრეზენტაციის დასრულებას შეძლებთ. მრავალენოვანი კონსიერჟი, უფასო გარე პარკინგი და ავტომობილების გაქირავების სერვისი მოგზაურობას გაგიმარტივებთ.

ერთი შეხედვით

Free internet icon

უფასო ინტერნეტი

„რადისონ ბლუს“ სასტუმროები, როგორც E@syConnect სერვისის კონცეფციის მონაწილეები, უფასო ინტერნეტს გთავაზობენ. მაღალსიჩქარიანი და/ან უსადენო ინტერნეტი ახლა უკვე უფასოა სასტუმროს ყველა სტუმრისთვის.

Grab & Run

თან წაღების სერვისი

ჩვენს სტუმრებს, რომლებსაც სასაუზმოდ დასაჯდომად დრო არ აქვთ, თან წასაღებ საუზმეს ვთავაზობთ. ჩაი და ყავა ერთჯერადი ჭიქით, ახალი ხილი და ენერგეტიკული წასახემსები შეგიძლიათ ვესტიბიულში, სპეციალური მაგიდებიდან აიღოთ.

Super Breakfast

სუპერსაუზმე

„რადისონ ბლუს“ სუპერსაუზმე წარმოადგენს მრავალფეროვან ბუფეტს, რომელიც კონტინენტური, ჩრდილოევროპული და ამერიკული სამზარეულოდან შერჩეული პროდუქტებისგან შედგება.

Express Check Out

სასწრაფო გასვლა

თუ გეჩქარებათ, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სასწრაფო გასვლის სერვისი. მისი საშუალებით დაზოგავთ დროს, ინვოისს კი თქვენი სურვილისამებრ ელფოსტით ან ფოსტით გამოგიგზავნით, ან მიმღების მაგიდასთან დაგახვედრებთ.

Late Check Out

გვიანი გასვლა

გადით სასტუმრო „რადისონ ბლუდან“ 18:00 საათზე (თავისუფალი ოთახების არსებობის შემთხვევაში), ნაცვლად გასვლის ჩვეულებრივი დროისა, დამატებითი თანხის გადაუხდელად. ჩვენი მიზანია, მოვერგოთ ჩვენი სტუმრების საჭიროებებს და შემოგთავაზოთ ინდივიდუალური, მოქნილი გადაწყვეტები.

100% Satisfaction Guarantee

ექსპრესსამრეცხაო

სტუმრები სასტუმროში, საშუალოდ, ორ დღეზე ნაკლები ხნით რჩებიან, რაც რეცხვის საკითხს ართულებს. თუმცა „რადისონ ბლუში“ ამ პრობლემას 3-საათიანი ექსპრესსამრეცხაოს საშუალებით ვაგვარებთ. ყველა პერანგს, ბლუზას, წინდას, საცვალს, შარვალს თუ სხვა ტანსაცმელს, რომელსაც 20:00 საათამდე ჩაგვაბარებთ, იმავე საღამოს გარეცხილს დაგიბრუნებთ.

One Touch Service

მომენტალური სერვისი

სტუმრის ყველა მოთხოვნა, ოთახის მომსახურება იქნება ეს, შეკითხვა კონსიერჟთან თუ განსაკუთრებული თხოვნა, ღილაკზე ერთი დაჭერით მიიღება. უბრალოდ დააჭირეთ მომენტალური სერვისის ღილაკს თქვენი ოთახის ტელეფონზე და ჩვენ ვიზრუნებთ თქვენზე.

100% Satisfaction Guarantee

სტუმრების მოთხოვნებს 100%-ით ვაკმაყოფილებთ

„რადისონ ბლუში“ ჩვენი მიზანი სტუმრების მოთხოვნების 100%-ით დაკმაყოფილებაა, რაც გარანტირებული გექნებათ. თუ რამე არ გაკმაყოფილებთ, გთხოვთ, გვაცნობოთ სანამ ჩვენთან ხართ და გამოვასწორებთ, ან თანხას არ გადაგახდევინებთ.